ჰოლივუდი

7 საინტერესო ფაქტი TOP GUN 2-ის შესახებ

Cavea

მსოფლიოს კინოთეატრებში თითქმის ორწლიანი შეფერხების შემდეგ ლეგენდარული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Top Gun-ის მეორე ნაწილი გამოვიდა. 

მეორე Top Gun-ის ნახვა დიდ ეკრანზე, Cavea-ს კინოთეატრებში, ქართველ მაყურებელს უკვე შეუძლია, ფილმის ქართული პრემიერა 26 მაისს შედგა.

წარმოგიდგენთ 7 საინტერესო ფაქტს Top Gun: Maverick-ის შესახებ

ფილმს 4 წელი იღებდნენ

ტოპ განის მეორე ნაწილი წარმოებაში 2018 წლიდან იყო, რომ არა პანდემია, ბლოკბასტერს მაყურებელი ჯერ კიდევ 2020 წელს იხილავდა.

Top Gun: Maverick-ის მსახიობები ფილმის პრემიერაზე

ძველი და ახალი სახეები

ტომ კრუზის გარდა ფილმში 80-90-იანი წლების კიდევ ერთ დიდ ვარსკვლავს, ბეტმენის როლის ერთ-ერთ შემსრულებელს, ველ კილმერს იხილავთ. რაც შეეხება ახალ სახეებს, ძველ დუეტს ზურგს ბრწყინვალე სამსახიობო შემადგენლობა გაუმაგრებს, რომლის წევრები მაილ ტელერი, ჯენიფერ კონელი, ჯონ ჰემი და ედ ჰარისი არიან.

ტომ კრუზი და ჯენიფერ კონელი

ტომ კრუზმა დუბლიორის გარეშე იმუშავა

ტომ კრუზმა ამჯერადაც არ დაარღვია ბოლო წლების ტრადიცია და საკუთარი ტრიუკები კასკადიორის გარეშე შეასრულა. 

კრუზი ლიცენზირებული მფრინავია, მრავალი სცენა, რომელშიც ის თვითმფრინავს მართავს, რეალურია. 

მსახიობებმა სპეციალური მომზადება გაიარეს

მსახიობებმა, რომლებიც მფრინავებს ასახიერებდნენ საავიაციო გადარჩენის სპეციალური სამხედრო ტრეინინგი გაიარეს. 

რამდენიმე მსახიობმა ერთძრავიანი თვითმფრინავის მართვაც ისწავლა. 

მოსამზადებელი კურსის შესახებ სტუდია Paramount-მა მოკლემეტრაჟიანი ვიდეო გამოაქვეყნა:

არანაირი მწვანე ეკრანე

Top Gun: Maverick-ში არ არის გამოყენებული მწვანე ეკრანი, ეს ფაქტი მსახიობმა მაილს ტელერმა Men's Journal-თან ინტერვიუში დაადასტურა:

"თითოეული კადრი, ტრიუკი არის უდიდესი შრომის ნაყოფი. იმის გამო რომ მწვანე ეკრანს არ ვიყენებდით გადაღებები ერთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, ამდენი ხანი აქამდე არც ერთ ფილმზე არ მიმუშავია". 

კადრი Top Gun: Maverick-დან

საუნდტრეკი

ფილმის მთავარი სიმღერა ლედი გაგას ეკუთვნის. საუნდტრეკზე კი თანამედროვეობის უდიდესმა კინოკომპოზიტორებმა ჰანს ზიმერმა, ჰაროლდ ფალტემეირმა და ლორნ ბაფემ იმუშავეს.

რეჟისორი

ტოპ განის მეორე ნაწილი ჯოზეფ კოსინსკიმ გადაიღო. პირველი ნაწილის რეჟისორი, ტონი სკოტი, სამწუხაროდ 2012 წელს გარდაიცვალა. კოსინსკიმ ტოპ განამდე Only The Brave გადაიღო, ფილმი, რომელმაც მაყურებლისა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასება დაიმსახურა. ტომ კრუზისთვის კოსინსკისთან მუშაობა უცხო არ არის, მსახიობმა მის Oblivion-ში შეასრულა მთავარი როლი.

ტომ კრუზი და ჯოზეფ კოსინსკი

 

კომენტარები