26 მაისს, საზეიმო დღეს როცა არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს, იმისთვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამ არასწორი განცხადებით, მან სცადა რა თქმა უნდა სასამართლო სისტემის, ანუ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, შინაარსში საჭიროა არგუმენტები. ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ პრეზიდენტი როდესაც აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა და ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტის დამცველს.
ქართული ოცნება
კობახიძე: ზურაბიშვილმა სცადა სასამართლოს დაზიანება, თუმცა, პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა
tbl.ge/60qd
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე 26 მაისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




