ნიკა გვარამიას პატიმრობა

გვარამია: მე გამოვალ ციხიდან და სააკაშვილი კვდება, ამას და წამების ქეისებს შეუშვებენ EU-ში?

მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ ჩემი საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება, აი, ამაზე რას ფიქრობენ, ამას შეუშვებენ ევროკავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში? არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად, რადგან მიაჩნიხარ მათნაირად, ღარიბაშვილს ჩათვლის თავისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი?

ნიკა გვარამიას სატელეფონო ინტერვიუ მთავარ არხთან ციხიდან. 

კომენტარები