კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: კულტურის სამინისტრო "ბუტკა" არ არის

იმედი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. მან მუზეუმების ახალ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში". - ამბობს წულუკიანი. 

24 მაისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, გათავისუფლების "საფუძველს ბრძანების მიხედვით წარმოადგენს აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია".

კომენტარები