მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას. დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას
დამოუკიდებლობის დღე
ღარიბაშვილი: მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად, გონივრული პოლიტიკით ვინარჩუნებთ სტაბილურობას
tbl.ge/60ob
დაკოპირდა

თქვა პრემიერნიმისტრნა, ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
- ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს - პოლონეთის საელჩო
- წულუკიანი: პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა
- 1918 წლის მსგავსად, მხარს ვუჭერთ საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის – გერმანიის საელჩო
- ზურაბიშვილი: არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში – ომის პარტიაა რუსული იმპერიალიზმი




