საქართველოს პარლამენტი

დეკანოიძე: ნამდვილი დებატები შევიმუშავოთ, როგორიცაა ლორდთა პალატაში, შევცვალოთ რეგლამენტი

არ ვიცი, მე მგონი, ეს დებატები არ არის, ჰო? ჩემი წარმოდგენით, დებატი ვიცი, როცა გამოვა ადამიანი, კითხვა უნდა დაუსვა, შემდეგ უპასუხო, შემდეგ კიდევ გამოვა... ამიტომ, წინადადება მაქვს, მათ შორის პროცედურულად, რომ შევცვალოთ რეგლამენტი და ნამდვილი დებატები შევიმუშავოთ, როგორიც არის მაგალითად ლორდთა პალატაში. აბა, ეს რა დებატებია, ამას სამშაბათობითაც ვაკეთებთ ხოლმე.

თქვა ენმ-ის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. მას ანრი ოხანაშვილმა ამ სიტყვებით უპასუხა - "შუაში რომ გავედით და სიმართლე რომ გითხარით, ახლა აღარ მოგეწონათ და ახლა აღარ არის დებატები?". 

კომენტარები