რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: ივნისიდან ველით, რომ ლტოლვილების განთავსებაზე პრობლემები არ იქნება

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრიი კასიანოვის თქმით, საელჩო ელის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ივნისიდან უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში პრობლემები არ შეექმნებათ.

"უკრაინის მოქალაქეების ნაწილს საქართველოში უკვე აქვს სამსახური სხვადასხვა სფეროებში, მენეჯმენტიდან დაწყებული რესტორნებით დამთავრებული. როგორც იცით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 მაისს ვარშავის კონფერენციაში. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ პრემიერმინისტრმა განაცხადა, საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერასა და დახმარების გაწევას უკრაინელი ლტოლვილებს მათი მიღებისა და განთავსების საკითხში და ამისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მილიონ დოლარს.

ჩვენ ველით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ იქნება უახლოეს დროში მიღებული და არ იქნება პრობლემები უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, ამას ველოდებით 2022 წლის პირველი ივნისიდან". – თქვა კასიანოვმა.

საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში თითქმის 20 000 უკრაინელი ჩამოვიდა, მათგან 5 000-ზე მეტი კი არასრულწლოვანია.

კომენტარები