ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბოკერია: "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" უკრაინის ტრაგედიის გამოყენება კი არა, ბოროტების მხილებაა

ექსპოზიციასთან ბუჩამდე იყო აფხაზეთი დაკავშირებით მოვისმინე ჩემთვის გაუგებარი, აბსურდული კრიტიკა, რომ რა საჭიროა ეს შეჯიბრი, უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენებაო. ეს უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ, სიბრიყვეა. არანაირი შეჯიბრი არ არის. შეჯიბრი ნიშნავს, რომ ვიღაც იგებს და ვიღაც აგებს. ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ თვითონ უკრაინული მხარე, ერთ-ერთი მედია შეეხმიანა ჩვენს თანამოაზრეებს და უთხრა, ჩვენ ვიცით, რომ თქვენთან ასეთი რაღაცები იქამდეც მოხდა და გვინდა, ვაჩვენოთ, რამხელა ძირები აქვს ამ ყველაფერსო. თავისუფალ სამყაროში ყველას ინტერესია, რომ ეს ბოროტება ბოლომდე ვამხილოთ. რატომ? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი როცა დაინგრა, ეს ბედნიერი დღე რომ დადგა, მაშინ ეს ბოროტება ბოლომდე არ განადგურდა. ამიტომ, ყველამ წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ეს ბოროტება ბოლომდე ვამხილოთ. უკრაინელების ტრაგედიას კი არ ვიყენებთ, ბოროტების ვამხელთ. ეს ერთი. 

მეორე, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც კი, არამხოლოდ ამ სამარცხვინო ხელისუფლების პირობებში, არამედ საკუთარ თავსაც მივიჩნევ ასეთად სხვადასხვა მიზეზით, არ მოხდა აფხაზეთში ჩადენილი სისასტიკეების სწორად წარმოჩენა, არც ყურადღების მიქცევა იმ ხალხისთვის, ვინც ეს ყველაფერი გადაიტანა. ჩვენი მორალური ვალია, რომ გენოციდის საკითხი ისევ დავაყენოთ დღის წესრიგში, მითუმეტეს ახლა, როცა მისი აღიარების შანსი გაცილებით დიდია, რადგან მსოფლიომ უფრო მკაფიოდ დაინახა რუსეთის ბოროტი სახე. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა. თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, ევროპული საქართველო და აფხაზთა კრება რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებს

კომენტარები