რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერლუსკონი: ევროპამ უკრაინა პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს

სილვიო ბერლუსკონი

იტალიური მედიის, Corriere Della Sera-ს ცნობით, იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, რომ ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს. 

"მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე. მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ სამშვიდობო შეთანხმება უნდა შექმნას, სცადოს უკრაინის პუტინის მოთხოვნებზე დათანხმებაზე დაყოლიება". – თქვა ბერლუსკონიმ. 

ამას გარდა, იტალიის ყოფილმა პრემიერმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი პოზიციაც დააფიქსირა. 

"იარაღის გაგზავნა ნიშნავს თანამონაწილეობას, ჩვენც ომში ვართ ჩართული. ვცადოთ ომის მალე დასრულება. თუ უკრაინაში იარაღს ვგზავნით, უკეთესი იქნება ასეთ რეკლამირებას თუ არ გავუკეთებთ". – თქვა ბერლუსკონიმ.

კომენტარები