ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 26 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები