რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლური სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის ქვანახშირს ყიდულობს

Alexander Manzyuk/Anadolu Agency/Getty Images

ჩინეთი, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, მისგან იაფფასიანი ქვანახშირის რეკორდულ რაოდენობას ყიდულობს.

აპრილში ჩინეთმა რუსეთისგან არა მხოლოდ მეტი ქვანახშირი შეიძინა, არამედ, ასევე, იმპორტის ტარიფებიც გააუქმა, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსი მწარმოებლებისთვის იქნება სასარგებლო.  

ნახშირის მზარდი ვაჭრობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. ჩინეთის მიზანია, ეკონომიკური ვარდნა ელექტროსადგურების ქვანახშირით მომარაგებით შეამციროს, რუსეთს კი სანქციების ფონზე ახალი მომხმარებელი სჭირდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები