ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და დაიწყო ისევ იმ ტესტით საუბარი, რა ტექსტითაც სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია ლაპარაკობს: კრემლი, საბჭოთა კავშირი. როდესაც არის კრიტიკა ობიექტური, ჩვენ სწორედ ამ ობიექტური კრიტიკის მიმღებები ვართ. მაგრამ, როდესაც კრიტიკა ლობისტური ხასიათისაა და ემსახურება მათ შორის, ისეთი პოლიტიკური, რადიკალური მოძრაობების მხარდაჭერას, რომლის ნარატივი და მიზანია რევოლუციების მოწყობა და პოლიტიკური პარტიები, რომელსაც უამრავი კრიმინალი აქვს ჩადენილი, ასეთ შემთხვევაში, ასეთი პოლიტიკური პარტიების და მათი პოზიციის ლობირება, ჩვენგან ყოველთვის იქნება კრიტიკის საფუძველი.

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე. მანამდე, ონცების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფონ კრამონს "კრიმინალების მფარველი" უწოდა. ერთი დღით ადრე ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ "უცხოელების მცირე ჯგუფი", მათ შორის ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ცდილობს, საქართველოს მთავრობა "გადააყირავოს". წულუკიანის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი, იან კელი, "კოლექტიური ჟიგიმანტასები" და "კოლექტიური პედრო აგრამუნტები" არიან "უცხოელი ნაცები". მოგვიანებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ "ენმ-სთან საიდუმლო გარიგებების დაბრალება მიზანმიმართული ტყუილია, რომელსაც არცერთი გონივრულად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს" და ეს "ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის". მისივე თქმით, ქართული ოცნების დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




