ვანგელისი

ოსკაროსანი კინოკომპოზიტორი ვანგელისი გარდაიცვალა

Vangelis pictured in 1976
Michael Putland/Getty Images

  

ცნობილი ბერძენი კინოკომპოზიტორი და მუსიკოსი, ვანგელისი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი წარმომადგენლების თქმით, ის საფრანგეთში, საავადმყოფოში მკურნალობდა.

1981 წელს ვანგელისმა ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმისთვის Chariots of Fire. მუშაობდა მუსიკაზე ფილმებისთვის Blade Runner, 1492: Conquest of Paradise, Alexander. გამოცემული აქვს ოცზე მეტი სტუდიური ალბომი

ცნობილი კინოკომპოზიციების გარდა, ვანგელისმა ასევე შექმნა მუსიკა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშებისთვის, 2002 წლის იაპონიისა და სამხრეთ კორეის მსოფლიო ჩემპიონატისთვის და 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშებისთვის.

1989 წელს მიიღო მაქს შტაინერის სახელობის ჯილდო. 1995 წელს კომპოზიტორის საპატივცემულოდ საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ერთ-ერთ პლანეტას მისი სახელი მიანიჭა. 2001 წელს გახდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის რაინდი. 

მის გარდაცვალებას საბერძნეთის პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა და ვანგელისს "ელექტრონული ხმის პიონერი" უწოდა.

ვანგელისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა Chariots of Fire, რომელიც მოგვიანებით ოლიმპიურ ჰიმნად იქცა. 

კომენტარები