ქართული ოცნება

წულუკიანი: რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ იქნა და ვერ შეიძინა

რისთვისაც შევიდნენ, იმას არ აკეთებენ - რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. ამის ილუსტრაცია ჩემ თვალწინ იყო, როდესაც ვიყავი პარლამენტში და შემოდიოდნენ. ამ დროს მე მთავრობაში წამოვედი და როდესაც მინისტრის საათი მქონდა, იქ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ისინი არაფრის მაქნისი ოპოზიცია არ არიან პარლამენტში.

შესაბამისად, ისინი გავლენ, შევლენ, რას გადაწყვეტენ, მართალი გითხრათ, სამწუხაროდ, სულ ერთია, იმიტომ რომ ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ იქნა და ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომელიც მაინც შრომობს და ცდილობს, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას.

კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში.

კომენტარები