საქართველო-რუსეთი

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სახმელეთო საზღვრით შემოსვლა ისევ შეეძლებათ

რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შედის რუსეთის სახმელეთო საზღვრის კვეთაზე 2020 წლის 26 მარტს დაწესებულ კოვიდშეზღუდვებში.
 

2020 წლის 27 მარტის განკარგულება რუსეთის მოქალაქეებს დროებით უზღუდავდა რუსეთის საზღვრის საავტომობილო, სარკინიგზო, საცალფეხო გზებით კვეთას, მათ შორის საქართველოშიც. შეზღუდვები არ ვრცელდებოდა მონღოლეთზე, ყაზახეთზე,  ჩინეთზე, და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვები ასევე აღარ გავრცელდება რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში და ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში.

 

კომენტარები