ნიკა გვარამიას საქმე

ბოკერია გვარამიაზე: ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების განმტკიცებისთვის მიმართავს რეპესიებს

[ნიკა გვარამია] იმისთვის დაიჭირეს, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინათ. სწორედ ეს არის ივანიშვილის დემორალიზების, უიმედობის დანერგვა, როცა მე მინდა ვიჭერ ასეთ აბსურდზეც კი ოპონენტს. მანქანა რატომ გამოიყენე შენი ფირმის, როცა მენეჯერი იყავი. აი ამაზეც კი შეიძლება დაიჭიროს და ჩვენ აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქეს, იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ვცადოთ და ავუხსნათ, რომ ეს დისკუსია არ არის იმაზე, თუ ვის რომელი პოლიტიკური ძალა, ან ტელევიზია, ან პერსონა, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია მოსწონს, უჭერს მხარს, თუ არა. აქ ლაპარაკია იმ საფრთხეზე, რასაც ეს რეჟიმი წარმოადგენს ბევრი თვალსაზრისით და ამ შემთხვევაში მაგალითია იმის, რომ თუ რეჟიმს შეუძლია მისთვის არასასურველი პირის ასე უტიფრად დაიჭიროს, მას შეუძლია უქნას ნებისმიერი რამე ნებისმიერ მოქალაქეს...

ძალიან მცდარი მგონია ის აზრი, რომ გვარამია იმიტომ დაიჭირა[ივანიშვილმა], რომ ჩაშალოს EU-ში გაწევრიანება, თითქოს იქამდე იყო შანსი. გვარამია რომ არ დაეჭირა, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კარგი იყო, ნორმალური იყო ან მიახლოებულიც კი? - არა. ძალაუფლების განმტკიცებისთვის მიმართავს რეპესიებს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე.

კომენტარები