ბათუმი

ბათუმში ქალი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ქალი დაჭრეს. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. მომდართან დაკავსირებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები