ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე გვარამიაზე: მოსამართლეების ბულინგს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს

ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტები, ენჯეოები, მარგველაშვილი და უცხოელი ლობისტები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების ბულინგს მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ ბულინგს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე.

კომენტარები