მარინა ოვსიანიკოვა

ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას ყოფილი ქმარი სასამართლოში უჩივის

Novoye Izdanie

მარინა ოვსიანიკოვას ყოფილი ქმარი სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტმა ამის შესახებ გამოცემა Холод-თან ილაპარაკა. 

რუსი ჟურნალისტის ყოფილმა ქმარმა, იგორ ოვსიანიკოვმა მოსკოვის სასამართლოში საჩივარი 19 აპრილს შეიტანა. საჩივარის ზუსტი შინაარსი უცნობია, თუმცა "შვილების აღზრდასთან დაკავშირებული კამათის" კატეგორიაში განიხილება. 16 მაისს სასამართლოში მხარეების პირველი შეხვედრა გაიმართა.

"ვეცადე რამენაირად გამერკვია საჩივრის არსი, მაგრამ ყოფილი ქმარი არ მპასუხობს. თავისი ბუნებით ის ზარმაცი ადამიანია, ვფიქრობ კუთხეში მოამწყვდიეს. დიდი ალბათობით მარგარიტა სიმონიანის ინიციატივასთან გვაქვს საქმე". – ამბობს ოვსიანიკოვა. 

იგორ ოვსიანიკოვი Russia Today-ს ესპანურ ოფისში, რეჟისორად მუშაობს. ისინი 3.5 წლის წინ დაშორდნენ და ორი შვილი ყავთ: 17 წლის ვაჟი და 11 წლის ქალიშვილი. 

ოვსიანიკოვას თქმით ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ პირველ არხზე მომხდარის შემდეგ ოვსიანიკოვმა მასთან ურთერთობა საერთოდ გაწყვიტა.

14 მარტს მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ანტისაომარი პლაკატით გამოჩნდა. 

"შეაჩერეთ ომი, არ დაიჯეროთ პროპაგანდის, აქ თქვენ გატყუებენ", - ეწერა ბანერზე.

ჟურნალისტმა დაკარგა სამსახური, ასევე სასამართლომ ის 30 000 რუბლით დააჯარიმა. მოგვიანებით ოვსიანიკოვა გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა დაასაქმა.

კომენტარები