ლარის კურსი

დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა, ეროვნული ვალუტა 16 მაისსაც გამყარდა

ლარი დოლართან 3.6 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.58 თეთრით. 16 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9769 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1028 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 35 თეთრით, ხოლო ევროსთან - 45 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

კომენტარები