ლარის გაუფასურება

სებ-მა ლარის გასამყარებლად აუქციონზე $50მლნ გაიტანა, გაიყიდა $39 570 000

ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 50 000 000 აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 39 570 000 დოლარი გაიყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა.

ბოლო ორ კვირაში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 30 თეთრით.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში.

კომენტარები