ვემზადებით რუსეთის მხრიდან დონბასზე ახალი იერიშის მიტანის მცდელობებისთვის, რათა როგორმე უკრაინის სამხრეთით წინ წაიწიონ. [...] ოკუპანტებს ჯერ კიდევ არ უნდათ აღიარება, რომ ჩიხში არიან და რომ მათი ე.წ "სპეცოპერაცია" უკვე გაკოტრდა. აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკრაინელი ხალხი ოკუპანტებს აიძულებს, აღიარონ რეალობა. [...] რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა ლვოვის რეგიონში, გულიაპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, დონეცკის რეგიონის ქალაქებისა და თემების დაბომბვა, ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც გადარჩებიან, ამ ბოროტებას უკან თან წაიღებენ რუსეთში, წაიღებენ, იმიტომ, რომ უკან დაიხევენ. აი რითი დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ეს თავგამეტებული საქმიანობა, რომელსაც ჩვენ თქვენთან ერთად ახლა ვუყურებთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: რუსი ჯარისკაცები, რომლებიც გადარჩებიან, ამ ბოროტებას რუსეთში უკან წაიღებენ
tbl.ge/605w
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ამავე თემაზე
- უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული
- უკრაინამ ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
- Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki
- რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა ამ თვეში უკვე მესამედ მოხდა
- უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters




