ოკუპირებული ცხინვალი

არესტოვიჩი: რუსებმა რაღაც უნდა გამოაცხადონ გამარჯვებად და სამხრეთ ოსეთს გამოაცხადებენ

ჩემი აზრით, ეს [რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში] იქნება რეპეტიცია უკრაინის მიწაზე დიდი რეფერენდუმის ჩასატარებლად. პირველ რიგში, მათ სურთ, ნახონ, იმუშავებს თუ არა პატარა რეფერენდუმი. ასევე, ეს მცირე გამარჯვება იქნება - მათ რაღაც მაინც უნდა გამოაცხადონ, გამარჯვებად სამხრეთ ოსეთს გამოაცხადებენ. ამ საკითზე კითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან, ვიცი, ისინი რას მიპასუხებენ, მაგრამ რიტორიკული შეკითხვა ასეთია - საერთოდ, რამის გაკეთებას აპირებთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით? თუ როგორ მოიქცევით? ისევ არესტოვიჩთან იკამათებთ?  

[...] საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას არ ვიცნობ და ვერ შევაფასებ, თუმცა კარგად ვიცი საქართველოს მთავრობის მდგომარეობა - ისინი არ გამოიყურებიან ქმედუნარიანად. შესაძლოა, იყვნენ, თუმცა ჩემთვის არ ჰგვანან. იმიტომ, რომ საქართველოს ლიდერებს არ შეუძლიათ, პოლემიკაში შევიდნენ პრეზიდენტის ორ მრჩეველთან - ჩემთან და პოდოლიაკთან. მათ ზუსტად ეს გააკეთეს პრემიერმინისტრის, მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე. ეს მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც ზუსტად მტკივნეულ ადგილას ურტყამ. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი, ოლექსი არესტოვიჩი ანატოლი ბიბილოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნაზე. არესტოვიჩის კომენტარს ეხო კავკაზა ავრცელებს.

კომენტარები