რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთის გამარჯვებაზე დადებული ფსონის შედეგია" – კანდელაკი G7-ის შეხვედრაზე არმიწვევაზე

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელალკი დიდი შვიდეულის შეხვედრებზე საქართველოს არმიწვევას ეხმაურება. კანდელაკის შეფასებით, არმიწვევა შედეგია იმის, რომ ქართულმა ოცნებამ "ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო". 

"უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური გადაყვეტილება, გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ ყოფილიყო მიწვეული დიდი შვიდეულის სამიტზე სტუმრის სტატუსით, მაშინ, როცა უკრაინა, მაგრამ განსაკუთრებით მოლდოვა არის მიწვეული ამ სამიტზე, არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, გეოპოლიტიკური განაცხადი. არ არის შემთხვევითი, ეს გადაწყვეტილება არის შედეგი იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში საქართველო პოზიციონირებს, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი. შედეგი იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, მათ შორის, ჩვენს შიდა პოლიტიკურ დისკურსში. 

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმოდეს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი შვიდეულის სამიტის განხილვის თემა და რა არ არის. სწორედ ამ სამიტზე უკეთესი ფორმატი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის წამოსაწევად ძნელი წარმოსადგენია. უკეთესი ფორმატი საქართველოს დეოკუპაციის დასავლურ სანქციებში მოსათავსებლად და ამ მოთხოვნის, თხოვნის დასაყენებლად, უბრალოდ, არ არსებობს". - ამბობს კანდელაკი.  

G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გაჩენილ პრობლემებს, მათ შორის საკვებთან და ენერგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. 

G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში ვერ მოხვდა.

კომენტარები