ინდოეთი

ინდოეთში წყვილი შვილსა და მის ცოლს მათთვის შვილიშვილის არგაჩენისთვის უჩივის

GETTY IMAGES

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში წყვილი ერთადერთ შვილსა და მის ცოლს 6-წლიანი ქორწინების შემდეგ მათთვის შვილიშვილის არგაჩენისთვის უჩივის.

61 და 57 წლის, სანჯივ და სადჰანა პრასადების თქმით, მათ შვილის გაზრდისთვის მთელი ცხოვრების დანაზოგი გამოიყენეს, აშშ-ში პილოტის კურსები დაუფინანსეს და ძვირადღირებული ქორწილიც გადაუხადეს.

ზემოხსენებულის გამო, თუ მომდევნო 1 წლის განმავლობაში წყვილს შვილიშვილი არ შეეძინება, კომპენსაციის სახით, დაახლობით 650 000 აშშ დოლარს მოითხოვენ.

პრასადებმა სასამართლოში უცნაური საჩივარი "მენტალური შევიწროების საფუძველზე შეიტანეს.

სანჯივ პრასადის თქმით, მან მთელი მისი დანაზოგი 2006 წელს შვილის აშშ-ში პილოტის კურსებზე გასაგზავნად დახარჯა, 2007 წელს მისი ვაჟი ინდოეთში დაბრუნდა, თუმცა მალევე სამსახური დაკარგა და ოჯახმა ის კიდევ ორი წლის განმავლობაში არჩინა.

35 წლის შრეი საგარმა ამის შემდეგ პილოტის პროფესიით სამსახურის დაწყება მოახერხა. 2016 წელს კი მშობლებმა საგარს პენსიაში გასვლისას შვილიშვილის გაჩენისა და მასთან თამაშის იმედით, ამჟამად 31 წლის შუბჰანგი სინჰასთან ქორწინება დაუგეგმეს. მშობლების თქმით, ამის შემდეგ მათ ვაჟს უცხოთში საქორწინო მოგზაურობაც დაუფინანსეს და ძვირადღირებული მანქანაც უყიდეს.

"ჩემი შვილი უკვე 6 წელია დაქორწინებულია და შვილის გაჩენაზე ჯერაც არ ფიქრობენ. შვილიშვილი მაინც რომ გვაყვდეს, რომელთანაც დროს გავატარებდით, ჩვენი ტკივილი უფრო ატანადი გახდებოდა". - აცხადებს სანჯივ პრასადი.

სასამართლოში საქმის განხილვა 17 მაისს არის დაგეგმილი. პრასადების შვილი და მისი ცოლი კი პროცესის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან ამ დრომდე თავს იკავებენ.

    კომენტარები