რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია კიევში საელჩოს ხელახლა გახსნის

Valentyn Ogirenko/Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ გერმანია უკრაინაში საელჩოს ხელახლა გახსნის. ბერბოკის ინფორმაციით, საელჩო მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობებით დაიწყებს.

განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საკუთარი თავის მოტყუების მსხვერპლი გახდა. 

"მას სჯეროდა, რომ ჩვენი ევროპული ღირებულებები, თავისუფლება და ჰუმანურობა, გვასუსტებს. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ეს სინამდვილეში პირიქითაა. თავისუფლების სურვილი გაძლიერებთ. 

[...] თქვენი ბრძოლა არის გარდამტეხი მომენტი ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის მსოფლიო დავაში". - თქვა მან. 

ბერბოკი ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები