რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: უკრაინის სამხედრო დახმარებით ომის დანაშაულების თავიდან არიდება უნდა შევძლოთ

Carlos Barria/Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უკრაინაში ბუჩას ნახვის შემდეგ თქვა, რომ მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით მსოფლიომ შემდგომი ომის დანაშაულების თავიდან აცილება უნდა შეძლოს

ასევე, ბერბოკმა, თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ლტოლვილებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლონ.

"ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო დახმარებას, გერმანია ამ მხრივ თქვენ გვერდითაა, ასევე მნიშვნელოვანია, [საცხოვრებელი] პირობების აღდგენა ქალაქებში, რათა ხალხმა დაბრუნება შეძლოს". - თქვა ბერბოკმა. 

ასევე, გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე, რის გამოც ბერლინი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, ბერბოკმა დასძინა:

"იარაღის მიწოდება თავის თავში გულისხმობს, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს იმაზე საშინელი ომის დანაშაულების ჩადენას, რაც მე დღეს თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში ვიხილე. 

იარაღის ვაწვდით იმისთვისაც, რომ ომის დანაშაულები აღარ მოხდეს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვა ადგილებშიც". - ამბობს ბერბოკი.

კომენტარები