პუტინის რუსეთი

რუსეთში 9 მაისის კონცერტზე სამამულო ომის მონაწილეებს შორის ბონი და კლაიდის ფოტო აჩვენეს

Meduza

რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე(ОРТ), 9 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი ისტორიის გაკვეთილები გავიდა. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სამამულო ომის მონაწილეებთან ერთად ცნობილი ამერიკელი განგსტერების, ბონის პარკერისა და კლაიდ ბაროუს ფოტოები აჩვენეს.

ჩანაფიქრის მიხედვით ფონად უნდა ყოფილიყო იმ წყვილების ფოტოები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა. 

ОРТ-ს საიტზე გამოქვეყნებულ კონცერტის ჩანაწერში ბონისა და კლაიდის კადრი უკვე ამოჭრილია.

30-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავეების, ბონისა და კლაიდის ცნობილი ფოტო 1933 წელს, წყვილის სიკვდილამდე ერთი წლის ადრეა გადაღებული. 

წყარო: Meduza.io

კომენტარები