რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: დარწმუნებული ვარ, როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიდერებსა და მოქალაქეებს მისალოც წერილებს უგზავნის.

"დღეს ჩვენი საერთო ვალია არ დავუშვათ ნაციზმის აღზევება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა ბევრ ქვეყანას. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს სიმართლე ომის წლების შესახებ, ასევე საერთო სულიერი ფასეულობები და ძმური მეგობრობის ტრადიციები". - წერს პუტინი.

პუტინის მისალოც ქვეყნებთა სიაში აფხაზეთისა და ცხივნალის მარიონეტული რეჟიმებიც მოხვდნენ, ასევე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები. მათთვის გაგზავნილ მილოცვაში პუტინი აღნიშნავს, რომ როგორც მეორე მსოფლიო ომში, დღეს რუსეთი კვლავ "ნაცისტური სიბილწის" დასამარცხებლად იბრძვის და დარწმუნებულია, რომ 1945 წლის მსგავსად, გამარჯვება მათ დარჩებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წერილი ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე უკრაინელ ვეტერანებსაც გაუგზავნა. მიმართვაში პუტინი ხაზს უსვამს, რომ "დაუშვებელია იმ ძალების იდეოლოგიური მემკვიდრეების აღზევება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დამარცხდნენ".

კომენტარები