ნარკოვაჭრობა

შვეიცარიაში, ყავის ქარხანაში 500 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

Wion

შვეიცარიაში Nespresso-ს ყავის ქარხანაში სამართალდამცავებმა 500 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფრიბურის კანტონის პოლიცია ავრცელებს.

ამოღებული კოკაინის ღირებულება 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

პოლიციის თქმით, Nespresso-ს წარმომადგენლები თავადა დაუკავშირდნენ, როდესაც ქარხნის თანამშრომლებმა კონტეინერების ჩამოტვირთვისას თეთრი ფერის ნივთიერებით გავსებული ტომრები შეამჩნიეს.

ნარკოტიკით დატვირთული კონტეინერები ბრაზილიიდან ჩამოვიდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყავის ქარხნიდან ამოღებული ნივთიერება 80%-ით სუფთა კოკაინია.

ევროპის ტერიტორიაზე კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია გერმანიაში, 2021 წელს გააჩერეს. მაშინ პოლიციამ 16 ტონა ნარკოტიკი ამოიღო.

კომენტარები