შემოსავლების სამსახური

14 მაისიდან საფოსტო გზავნილებზე დამატებითი გადასახადი დაწესდება

Amazon

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 14 მაისიდან მოქალაქეებს საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევთ.

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმების მომსახურობის ცვლილება განისაზღვრება შემდეგნაირად: 

  • 300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;
  • 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;
  • 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე - 300 ლარი;

2022 წლის 14 აპრილის N96 დადგენილებაში ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ N201 დადგენილებით შევიდა, რომელიც 14 მაისიდან ამოქმედდება. 

აქამდე არსებული რეგულაციებით, მოქალაქეებს 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა არ უწევდათ. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანა თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისებას ემსახურება. 

სრულად ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. 

კომენტარები