ევროკავშირი-საქართველო

ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილი ევროპულ მხარეს 10 მაისს გადაეცემა

საქართველოს პრემიერმინისტ, ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებისთვისაც "საკმაოდ დიდი ძალისხმევა" გაწიეს.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა.

საქართველოს და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

კომენტარები