რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მორავიეცკი: უკრაინელო ძმებო და დებო, პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ ერთად მოვიგებთ ომს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ რუსეთი და მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს. ჩვენ უკვე ვეხმარებით სამ მილიონზე მეტ ლტოლვილს, მაგრამ საჭიროებები კვლავ იზრდება. ათასობით მოხალისე, მეხანძრე, პოლიციელი და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი მუშაობს გაუჩერებლად. პოლონეთმა უკვე გადასცა 180 000 ტონაზე მეტი დახმარება უკრაინას.

ჩვენ გვჭირდება მეტი თანხა. ამიტომ მადლობას ვუხდი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, შვედეთის და ფინეთის პრემიერმინისტრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს.

ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ძვირფასო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო პრემიერმინისტრო დენის შმიგალ, ჩვენ ერთად ვაჩვენებთ, რომ ევროპული ღირებულებები არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები, არამედ კონკრეტული ქმედებებია. ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს.

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი ვარშავაში, დონორთა კონფერენციაზე.

კომენტარები