რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დრაგი: ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას

იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის თქმით, ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხელშეკრულებების ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპა "პრაგმატული ფედერალიზმისკენ" უნდა წავიდეს, რათა უკეთესად მოემზადოს ეკონომიკური, ენერგეტიკული და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად.

"თუ ეს მოითხოვს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის პროცესის დაწყება, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ". - განაცხადა დრაგიმ.

ამასთან, დრაგმი აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა უპასუხოს რუსეთს, რომლის თავდასხმამაც ეჭვქვეშ დააყენა კონტინენტზე მშვიდობა.

"ჩვენ უნდა დავძლიოთ ერთსულოვნების პრინციპი, რომელსაც ჯვარედინი ვეტოების ლოგიკისკენ მივყავართ და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისკენ". - თქვა დრაგიმ.

კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება ნიშნავს, რო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15-ის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება, რაც შეუძლებლად აქცევს ერთი ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენებით გადაწყვეტილებების დაბლოკვას.

"ევროპა, რომელსაც აქვს იმის ძალა, რომ მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, არის ევროპა, რომელიც უფრო მეტად საიმედოა მისი მოქალაქეებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის". - თქვა დრაგიმ.

კომენტარები