საწვავის ფასი

პრემიერი: მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები

"მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა. პრემიერი აღნიშნავს, რომ მთავრობის ინფორმაციით, "ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ მიმართეს კონკურენციის სააგენტოს.

"ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭირო არის, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში, დასკვნა, ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს" - ამბობს ღარიბაშვილი.

კომენტარები