Z სიმბოლო

БИ-2-მა Z სიმბოლოიან დარბაზში კონცერტის გამართვაზე უარი თქვა

Youtube

ბელარუსულმა როკ ბენდმა БИ-2 ომსკში კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა. მუსიკოსებმა არ მოინდომეს იმ დარბაზში გამოსვლა, რომელშიც Z სიმბოლიკა იყო წარმოდგენილი.

მუსიკოსების თქმით ადმინისტრაციამ უარი თქვა მოეშორებინათ დიდი ზომის ბანერი წარწერით Zа Президента. უარის მიღების შემდეგ ორგანიზატორებმა ბანერი შავი ნაჭრით გადაფარეს, თუმცა ადმინისტრაციამ ბენდის ეს ქმედებაც გააპროტესტა. საბოლოო ჯგუფმა კონცერტი გააუქმა. 

ინციდენტს გამოეხმაურა ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ივან კოლესნიკი. მისი თქმით ჯგუფის წევრები ღამე, ჩუმად შეიაპრნენ საკონცერტო დარბაზში და რუსულ დროშა წარწერით Zа Президента შავი, სამგლოვიარო ნაჭრით დაფარეს. მინისტრის მოადგილემ ომსკელებს ბოდიში მოუხადა, ასეთ არტისტების არსებობისთვის.

მუსიკოსების თქმით ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მსმენელს ბილეთების ფული რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.

БИ-2 რუსულენოვანი როკ-ჯგუფია, რომელიც მინსკში 80-იან წლებში ჩამოყალიბდა. 

კომენტარები