რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთი და შვედეთი სამხედრო კოოპერაციის გაღრმავებას განიხილავენ

შვედი და ფინელი სამხედროები საერთო წვრთნებზე

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკკა ჰაავისტოს თქმით, შვედეთი და ფინეთი სამხედრო კოოპერაციის გაღრმავებას განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება გაუარესდება. 

"თუ ჩვენი უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ორმხრივ დაგეგმვაზეც ვიფიქრებთ, რომელიც სამხედრო თანამშრობლობის ყველა სექტორს მოიცავს". - აღნიშნა პეკა ჰავისტომ. 

რუსეთმა, რომელსაც ფინეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, მოსკოვი საზღვართან ბირთვულ იარაღსა და ჰიპერბგერით რაკეტებს განათავსებს.

ჯერჯერობით, არც ფინეთსა და არც შვედეთს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

ფინური მედიის ინფორმაციით, 16 მაისის კვირაში ფინეთისა და შვედეთის ლიდერები შეხვედრას გეგმავენ, რათა სამხედრო ალიანსში წევრობაზე ოფიციალურ სურვილი ერთად დააფიქსირონ.

ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის დაზვერვის ხელმძღვანელების თქმით, ფინეთი და შვედეთი რუსული კიბერშეტევებისა და კანონმდებლებზე გავლენის მოხდენის მცდელობებისთვის უნდა მოემზადონ. 

შვედეთის დაზვერვის უფროსმა, შარლოტა ფონ ესენმა თქვა, რომ შვედეთის უშიშროების სამსახური რუსეთის შესაძლო კიბერთავდასხმებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, უკვე რამდენიმე წელია ემზადება.

6 აპრილს გამართულ NATO-ს მინისტერიალზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

"არანაირად გამოვრიცხავ [NATO-ში] გაწევრიანებას". – თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა. 

კომენტარები