ჩვენ, საქართველოს მთავრობა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრადიციულად, როგორც აქამდე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში ჩვენს მეგობარ უკრაინას მაქსიმალურად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოვუჩინოთ. ეს ასე იყო და ასევე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს ძალიან აზიანებს და ჩვენ იმედი გვაქვს, ასეთი განცხადებები არ იქნება და შესაბამისად, ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მხოლოდ ზიანს აყენებს.
tbl.ge/5zfa
დაკოპირდა
თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ მას ეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს რუსეთს მათი ქმედებებითა და განცხადებებით.
საქართველოს მთავრობაქართული ოცნებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროილია დარჩიაშვილიოლექსი არესტოვიჩიუკრაინა-საქართველო
ამავე თემაზე
- კობახიძე: არახამიას განცხადება ადასტურებს, რომ რაღაც არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს
- უკრაინის 7 მოქალაქე საქართველოში 14-დღიანი ლოდინის შემდეგ შემოუშვეს
- Meduza: უკრაინიდან რუსეთში გატაცებულ 7 ყოფილ პატიმარს საქართველოში არ უშვებენ
- უკრაინა არ ჩარეულა, არ ერევა და არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში – ნიკოლენკო
- პოდოლიაკი: ოცნების პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი