რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან, უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის არამხოლოდ $33-მილიარდიანი დახმარების გამოყოფა, არამედ რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა და რუსეთის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც სთხოვა.

"დამატებითი დაფინანსების გარდა, კონგრესს ვუგზავნი ამ ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას რუს ოლიგარქებს ჩამოვართვათ ბოროტად ნაშოვნი სარგებელი, პუტინის კლეპტოკრატებს ჩამოვართმევთ იახტებს, მდიდრულ სახლებსა და სხვა ბოროტად ნაშოვნ სარგებელს". – თქვა ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ოლიგარქების გაყიდული აქტივები პირდაპირ მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას.

"როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შესაძლებელი გახდება შემოსავალი პირდაპირ გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და უკრაინის ასაშენებლად". – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ-მ რუს ოლიგარქებსა და კრემლთან კავშირში მყოფ პირებს აქტივები გაუყინა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები