უსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბაიდენი პუტინს: ვერასდროს მიაღწევ წარმატებას უკრაინის დამორჩილებაში

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი. ჟენევა, 16 ივნისი 2020.
Mikhail Metzel/Tass/Getty Images

"აგრესია ვერ გაიმარჯვებს, მუქარა ვერ გაიმარჯვებს". - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე საუბრისას. 

მისივე სიტყვებით, უკრაინის ომმა სერიოზული პრობლემა შექმნა, მაგრამ ასევე უზარმაზარი შესაძლებლობა მომავალი ომების შეკავებისთვის.

"ყველა ეს ქმედება სიმართლეს ეხება - უკრაინის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში ინვესტირება მცირე ფასია, რომელიც უნდა გადავიხადოთ რუსეთის აგრესიის დასასჯელად, რათა  მომავალი კონფლიქტის რისკი შევამციროთ.

[...] თქვენ [ვლადიმირ პუტინი] ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას უკრაინის დამორჩილებაში". - თქვა მან.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები