რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის კონგრესისგან $33 მლრდ-ის გამოყოფას ითხოვს

Slawomir Kaminski / REUTERS

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს დამატებით $33 მლრდ-ის დაფინანსების მოთხოვნას უგზავნის, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერის ახალი ფაზის დაწყებას ისახავს მიზნად.  

პაკეტი მოიცავს $20 მილიარდზე მეტ სამხედრო დახმარებას, $8.5 მილიარდ ეკონომიკურ დახმარებასა და $3 მილიარდის ჰუმანიტარულ დახმარებას. ბაიდენის თქმით, "კრიტიკულად მნიშვნელოვანია", დახმარება რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცდეს. 

"ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან. პუტინმა როგორც აირჩია ეს სასტიკი შეჭრა, მას ასევე შეეძლო არჩევანის გაკეთება ამ სასტიკი შეჭრის დასასრულებლად". - თქწვა მან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები