ლელო

ჯაფარიძე: შესაძლოა, ირაკლი კობახიძეს სამედიცინო კონსულტაცია სჭირდებოდეს

ნაცვლად იმისა, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს - ეკონომიკურ, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ის [ირაკლი კობახიძე] დასცინის თავის თანამოქალაქეებს. არის მეორე ვერსიაც, მე დიდი ხანი ვმუშაობდი ფსიქოლოგიის სფეროში, შესაძლოა, ამ შემთხვევაში საჭირო იყოს გაეწიოს ირაკლი კობახიძეს სამედიცინო კონსულტაცია იმისთვის, რომ გავარკვიოთ - გვაქვს თუ არა საქმე გადახრასთან, პათოლოგიასთან, როდესაც ადამიანს წარმოსახვა ეუბნება, რომ ეს არის რელობა. რა თქმა უნდა, ეს ვერსიაც არის სრულიად ლეგიტიმური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გავქვს ძალაუფლებით გარყვნილ, შეუფერებელ ადგილზე მყოფ ადამიანის მხირდან, თავის თანამოქალაქეებზე დაცინვას.

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ქართული ოცნების თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე.

კომენტარები