ჩვენ რატომ არ გვზომავენ? აი, ინდივიდუალურად გაზომილია ხალხი, რომელიც სიტყვაზე, პირობითად, არც ჩვენზე რეიტინგულია, არც ჩვენზე ხშირად არის ტელევიზორში, არც არაფერი. ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. ხალხი ხალხი, მთელი პოლიტიკური სპექტრი და არცერთი ადამიანი არ არის ჩვენი პარტიიდან.
tbl.ge/5zct
დაკოპირდა

გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია IRI-ს კვლევაზე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია მეორეს აქვს (91%). მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა (53%), მას სალომე ზურაბიშვილი მოსდევს - 52%-ით, მეოთხე ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილია 47%-ი, მეხუთე ადგილს კი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს - 44%-ით.
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: ამ ე.წ კვლევების გამოქვეყნებას, დესტრუქციის გაღრმავების გარდა არაფერი მოაქვს
- ხვიჩია: შეუძლებელია, ენდო კვლევას, სადაც ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ივანიშვილი
- ჯაფარიძე IRI-ზე: დეპრესიული განწყობაა, ოპოზიცია ჯერ ვერ ასახავს მოსახლეობის განწყობებს
- IRI: მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს
- IRI: მოსახლეობის 21% მთავარ დემოკრატიულ გამოწვევად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიიჩნევს