4 მაისს, კრემლის სასახლეში ყოველწლიური საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის გალა კონცერტი მადლობა ერთგულებისთვის, შთამომავალნო!
კონცერტი 2015 წლიდან ტარდება და მას მსახიობი ვასილი ლანოვოი ხელმძღვანელობს. ღონისძიება გამარჯვების დღეს ეძღვნება.
საპატიო სტუმრების რანგში, კონცერტზე მოწვეულები იქნებიან უკრაინის ომში დაჭრილი რუსი სამხედროები, მეორე მსოფლიო ომის და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების მონაწილე ვეტერანები.
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ რუსული ესტრადისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები, მათ შორის სოსო პავლიაშვილი.





