დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას. შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ - ქართულ ოცნებას. რაზე გვესაუბრებით, ტელეფონის ჩანაწერზე? ტელეფონის ჩანაწერები განვიხილოთ პარლამენტში? სალომე სამადაშვილი აქ ბრძანდება, ახლა რომელიმეს ტელეფონის ჩანაწერზე უნდა ვისაუბროთ? ან გუბაზ სანიკიძის? ან თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის? და ეს საუბრები განვიხილოთ აქ? ეს არის სერიოზული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ? რომელ ეროვნულ ინტერესებზე გვესაუბრებით?
tbl.ge/5z7c
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პლენარულ სხდომაზე. ის Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართა ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში განთავსებულ მის აქტივებზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




