რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: გვსურს დასუსტებული რუსეთის ხილვა, რომელსაც ასეთი ქმედება აღარ შეეძლება

გვსურს ვიხილოთ უკრაინა, რომელიც დარჩება სუვერენულ, დემოკრატიულ ქვეყანად, რომელსაც საკუთარი სუვერენული ტერიტორიების დაცვა შეეძლება.

გვსურს ვიხილოთ რუსეთი იმ დონემდე დასუსტებული, როდესაც აღარ შეეძლება ისეთი რაღაცების გაკეთება, როგორიც უკრაინაში შეჭრისას ჩაიდინა. მათ უკვე დიდი სამხედრო შესაძლებლობა და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ბევრი სამხედრო დაკარგეს. გვინდა ვიხილოთ, რომ მათ არ ჰქონდეთ ამ შესაძლებლობების ძალიან ჩქარა აღდგენის შესაძლებლობა. 

გვსურს საერთაშორისო საზოგადოება უფრო გაერთიანებული ვნახოთ, განსაკუთრებით NATO და ჩვენ ახლა ამას ვხედავთ. ეს შესაძლებელი გახდა, პირველ რიგში, ჯო ბაიდენის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მეშვეობით.

თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში გამართული ვიზიტის დროს.

კომენტარები