რუსეთი

რუსეთი: დავაკავეთ ნეონაცისტების ჯგუფი, რომელიც ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა

რუსეთი ამტკიცებს, რომ ФСБ-მ დააკავა ნეონაცისტების ჯგუფი, რომლიც ამზადებდა პუტინის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გენერალური პროკურატურის საბჭოში გამოსვლისას  არ გაამჟღავნა "მსხვერპლის" სახელი, თუმცა,  ФСБ პრესრელიზიდან ცნობილი გახდა, რომ ეს იყო ვლადიმირ სოლოვიოვი.

"დღეს დილით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელმაც დაგეგმა თავდასხმა და მკვლელობა ერთ-ერთი ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის".- თქვა პუტინმა. 

ФСБ-ში განმარტეს, რომ "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკვე აღიარეს, რომ სოლოვიოვის მკვლელობის შემდეგ მათ საზღვარგარეთ დამალვა დაგეგმეს. ჩხრეკის დროს ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მოლოტოვის კოქტეილის მსგავსი რვა თვითნაკეთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა, ექვსი პისტოლეტი. ნაძარცვი სანადირო თოფი, ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის ათასზე მეტი ვაზნა. გარდა ამისა, საქმეს დაერთვის ყალბი უკრაინული პასპორტები, ნაციონალისტური ლიტერატურა და ატრიბუტები".

"ФСБ-მ, საგამოძიებო კომიტეტთან ერთად, დააკავა რუსეთში აკრძალული ნეონაცისტური ტერორისტული ორგანიზაციის წევრები - რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც გეგმავდნენ, საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ჟურნალისტის ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას". - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები