რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ოკუპანტები მარიუპოლში დატყვევებული სამხედროს სანაცვლოდ დედამისს €5 000 სთხოვენ

რუსმა ოკუპანტებმა მარიპულში მოხალისე დაატყვეევს და მის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი TWITTET-ზე ავრცელებს. 

"5000 ევროს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ შემდეგი ვიდეო, რომელიც დედა მიიღებს, შვილის სიკვდილით დასჯა იქნება. ჯარისკაცები უფრო და უფრო ჰგვანან ISIS-ის მებრძოლებს. რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ".- წერს პოდოლიაკი და ვიდეოს ავრცელებს, რომელიც მისი თქმით, ოკუპანტებმა დატყვეევბულის დედას გაუგზავნეს. 

ინფორმაცია დატყვევებული ბიჭის დედამ, ოლგა ნოვიკოვამ გაავრცელა, რომელსაც MEDUZA ესაუბრა. ქალი ამბობს, რომ ვიდეო 24 აპრილს FACEBOOK-ის საშუალებით გაუგზავნეს. დედა ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა მას დრო "ხვალამდე" მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ შემდეგი ვიდეო შვილის სიკვდილის ამსახველი იქნება. 

 

კომენტარები