საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში

ზელენსკი მაკრონს: ჩვენ ერთად მივდივართ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ

ვულოცავ საფრანგეთის პრეზიდენტს და უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას. ემანუელ მაკრონს ვუსურვებ ახალ წარმატებებს ფრანგი ხალხის საკეთილდღეოდ.

ვაფასებ საფრანგეთის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივდივართ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ! ძლიერი და ერთიანი ევროპისკენ!

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი TWITTER-ზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვებას ეხმიანება.  BBC-ის ინფორმაციით, ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. მაკრონი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს

კომენტარები