მე ხმას მივცემ ემანუელ მაკრონს, რადგან მჯერა, რომ მას აქვს საჭირო გამოცდილება სერიოზული საერთაშორისო კრიზისის პირობებში, რომელიც ახლა უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. [...] მისი ერთგულება ევროპისადმი არის ნათელი და ცალსახა. ახალი ერა დგება. ეს მოითხოვს ღრმა ცვლილებებს. საჭირო იქნება ჩვევებისა და პარტიზანული რეფლექსებისგან თავის დაღწევა. საერთაშორისო კონტექსტი და ფინანსური მდგომარეობა სერიოზულია და საჭიროებს რთულ და გადაუდებელ გადაწყვეტილებებს. ის [მაკრონი] ერთადერთია, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს. საფრანგეთის ინტერესები ჩვენი ერთადერთი გზამკვლევი უნდა იყოს. ვერასოდეს შეცდებით სიცხადისა და თანმიმდევრულობის არჩევით.
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში
სარკოზი: მეორე ტურში ხმას მაკრონს მივცემ, ევროპისადმი მისი ერთგულება ნათელი და ცალსახაა
tbl.ge/5ygu
დაკოპირდა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი Twitter-ზე ემანუელ მაკრონის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 24 აპრილს დაუპირისპირდებიან.
ამავე თემაზე
- ზელენსკი მაკრონს: ჩვენ ერთად მივდივართ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა
- ზურაბიშვილი: შემაშფოთებელი იქნება საფრანგეთში პუტინთან უფრო ახლოს მყოფი კანდიდატის მოგება
- მაკრონი – 28.1%, ლე პენი – 23.3% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი ცნობილია
- დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტური გაიმართება